მსოფლიოში ცნობილი სმარტფონების მწარმოებელი კომპანია Apple-ი 2024 წლისთვის თვითმართვადი ავტომობილების წარმოებას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, თვითმართვადი ავტომობილების წარმოება დიდი გამოწვევაა ისეთი წამყვანი კომპანიისთვისაც კი, როგორიც Apple-ია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ კომპანია წელიწადში ათასობით მილიონ სმარტფონს აწარმოებს, Apple-ს ავტომობილების წარმოების კუთხით გამოცდილება არ გააჩნია. მაგალითად ილონ მასკს, 17 წელი დასჭირდა Tesla-ს ავტომობილები მომგებიანი გაეხადა.
Reuters-ი წერს, რომ თუ Apple-ი თვითმართვადი ავტომობილების წარმოებას დაიწყებს, კომპანია პირდაპირი კონკურენტი გახდება Tesla-სი და Alphabet Inc-ის, რომლებიც უკვე მუშაობენ ანალოგიური ავტომობილების წარმოებაზე.
გავრცელებული ინფორმაციის გამო, Apple-ის აქციებზე ფასი 1.24 პროცენტით გაიზარდა საფონდო ბირჟებზე, ხოლო Tesla-ს აქციების ფასი 6.5%-ით შემცირდა.
Reuters-ი სანდო წყაროზე დაყრნობით წერს, რომ Apple-ი პანდემიით გამოწვეული დაბრკოლებების გათვალისწინებით ავტომობილების წარმოების დაწყებას 2024 ან 2025 წლიდან განიხილავს.