მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-ი iOS-ის ისტორიაში ყველაზე დიდი განახლებისთვის ემზადება - მარკ გარმენი

iOS

Apple-ის ყველაზე ავტორიტეტული ინსაიდერის, Bloomberg-ის მარკ გარმენის ინფორმაციით, კომპანია iOS-ის ყველაზე მასშტაბური განახლებისთვის ემზადება. საუბარია iOS 18-ზე, რომლითაც, როგორც ჩანს, iPhone-ებში გამოჩნდება, როგორც RCS-ტექნოლოგია, რომლითაც Android-ისა და iPhone-ის მომხმარებლები ერთმანეთისთვის შეტყობინებების გაგზავნას უფასოდ შეძლებენ, ასევე ხელოვნური ინტელექტი.

ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ბოლო დეკადის ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიად მიიჩნევა, მოგეხსენებათ, ფლაგმანურ სმარტფონებში უკვე აქტიურად გამოიყენება - Samsung-მა, მაგალითად, ეს ტექნოლოგია მისი ფლაგმანური სმარტფონის, Samsung S24 Ultra-ს ქვაკუთხედად აქცია. კორეული კომპანიის ამ გადაწყვეტილების ფონზე, მნიშვნელოვან განახლებას Apple-ისგანაც უნდა ველოდოთ, მით უფრო, რომ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, ამერიკულ კომპანიას დიდი პროდუქტი არ გამოუშვია, Siri-ს თუ არ ჩავთვლით, რომელიც აშკარად ჩამორჩება მის კონკურენტ ნეირონულ ქსელებს.

კონკრეტულად როდის გაეშვება iOS 18 ამ ეტაპზე, უცნობია, მაგრამ მოსალოდნელია, რომ უახლეს პროგრამულ უზრუნველყოფას ამერიკული კომპანია WWDC 24-ზე წარადგენს, რომელიც ივნისში გაიმართება.