მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Apple-ის CEO-ს პოსტზე ტიმ კუკი, შესაძლოა, ჯონ ტერნუსმა ჩაანაცვლოს - NYT

apple

Apple-ის ტექნიკური ინჟინერიის ხელმძღვანელი, ჯონ ტერნუსი კომპანიის მოქმედი გენერალური დირექტორის, ტიმ კუკის პენსიაზე გასვლის შემდეგ, მის მთავარ შემცვლელად განიხილება.

The New York Times-ის ინფორმაციით, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ტექნოლოგიური კომპანიის 65 წლის CEO თანამდებობის დატოვებისთვის ემზადება.

კუკს პენსიაზე გასვლის კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა ვრცელდება ხმები, რომ ის პოსტს 2026 წლის ბოლომდე დატოვებს. როგორც იუწყებიან, Apple-მა ახალი აღმასრულებელი დირექტორის შესარჩევად შიდა პროცესები უკვე გაააქტიურა. ამბობენ, რომ კომპანიის ათწლიანი მართვის შემდეგ კუკი გადაღლილია და სურს, საქმიანობა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის რანგში განაგრძოს.

50 წლის ტერნუსის დაწინაურება მიანიშნებს Apple-ის სურვილზე, აღმასრულებელი დირექტორი შიდა კადრი გახდეს, რაც ტექნიკის მწარმოებელ გიგანტში მემკვიდრეობითობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. The New York Times-ის ცნობით, ტერნუსის მართვის სტილი კუკისას ჰგავს: ის გაწონასწორებული და გუნდური მოთამაშეა, ასევე კარგად იცნობს Apple-ის გლობალური მიწოდების ჯაჭვს.

ტერნუსი ამჟამად ტექნიკური ინჟინერიის მიმართულებით უფროსი ვიცე-პრეზიდენტია. მისი კარიერული წინსვლა ფინანსური დისციპლინითა და ინოვაციებით გამოირჩევა. თუმცა, ტერნუსი ერთადერთი არაა, ვინც CEO-ს პოსტზე განიხილება. სხვა კანდიდატებს შორის არიან: კრეიგ ფედერიგი (პროგრამული უზრუნველყოფის ხელმძღვანელი), ედი კიუ (სერვისების ხელმძღვანელი) და დეირდრე ო’ბრაიენი (ადამიანური რესურსების ხელმძღვანელი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები