მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-მა ახალი iPhone 15 წარადგინა - ცნობილია ფასიც

აიფონი ახალი

Apple-მა ცოტა ხნის წინ გამართულ პრეზენტაციაზე ახალი iPhone 15 და iPhone 15 Plus წარადგინა. ცნობილია ფასებიც. კერძოდ, iPhone 15 $799 ეღირება, ხოლო iPhone 15 Plus - $899.

რაც შეეხება ფუნქციურ მახასიათებლებს, ორივე მოდელს გაუმჯობესებული კამერა აქვს, კერძოდ 48-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა. ასევე, ორივეს აქვს Dynamic Island-ი, რომელიც, ამ დროისთვის, მხოლოდ Pro და Pro Max მოდელებში ვხვდებოდით, ამიერიდან კი სავარაუდოდ, ყველა iPhone-ში იქნება ხელმისაწვდომი.

გარდა ამისა, ამიერიდან, ახალი თაობის iPhone-ები აღჭურვილი იქნება USB-C-ტიპის პორტით, რომელიც ერთგვარ გლობალურ სტანდარტად ითვლება. ეს გადაწყვეტილება Apple-ს საკუთარი ნებით არ მიუღია, პირიქით - ეს ევროპელმა კანონმდებლებმა აიძულეს, რომელთაც სურთ, ევროკავშირში საერთო სტანდარტი არსებობდეს. Apple-ისთვის ეს, რასაკვირველია, შემოსავლის შემცირებას ნიშნავს, რადგან კაბელების გაყიდვით კომპანიაში საკმაოდ დიდი თანხა შედიოდა.

დღესვე, კომპანიამ ახალი Apple Watch-ც წარადგინა, რომელიც ახალი, უფრო მძლავრი პროცესორითაა აღჭურვილი და მუქი ტიტანის ჩარჩოშია.