ამერიკული ტექნოლოგიური ინდუსტრიის გიგანტმა, Apple-მა iPhone 17-ის სერიის ახალი წევრი, ბიუჯეტური iPhone 17e და M4 ჩიპით აღჭურვილი iPad Air გამოუშვა.
ორივე მოწყობილობა გაუმჯობესებული წარმადობით, Apple-ის მიერ შემუშავებული უახლესი კავშირის მოდულებითა და ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებული ფუნქციებით გამოირჩევა. სიახლეები მომხმარებლისთვის გაზრდილ შიდა მეხსიერებასა და iOS 26-ისა და iPadOS 26-ის შესაძლებლობებს აერთიანებს, რაც მათ თავის კატეგორიაში განსაკუთრებულ ფასეულად აქცევს.
iPhone 17e აღჭურვილია უახლესი თაობის A19 ჩიპით, რომელიც 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიითაა დამზადებული. მისი 6-ბირთვიანი ცენტრალური პროცესორი iPhone 11-თან შედარებით 2-ჯერ სწრაფია, ხოლო 4-ბირთვიან გრაფიკულ ჩიპს Ray Tracing-ის მხარდაჭერა აქვს, რაც თამაშისას კონსოლის დონის ვიზუალურ გამოცდილებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ბატარეის გამძლეობისას გასაზრდელად სმარტფონში ინტეგრირებულია Apple-ის საკუთარი C1X მოდემი, რომელიც წინა თაობაზე 2-ჯერ სწრაფია და 30%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს.

მოწყობილობის 6.1-ინჩიანი Super Retina XDR ეკრანი დაცულია ახალი, მეორე თაობის კერამიკული შუშით, რომელიც ნაკაწრების მიმართ 3-ჯერ უფრო მდგრადია და ნაკლებად ირეკლავს სინათლეს. რაც შეეხება კამერებს, განსხვავებით Pro და Pro Max ვერსიებისაგან, აქ მხოლოდ ერთ, 48-მეგაპიქსელიან კამერას ვხვდებით, რომელსაც ე.წ. ფიუჟენ ლინზა აქვს, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, ერთი კამერით მიიღოს არამარტო სტანდარტული, არამედ 2-მაგი ტელეფოტო გამოსახულება. სმარტფონი ასევე აღჭურვილია MagSafe-ის მხარდაჭერით და აქვს ე.წ. ექსშენ ღილაკი, რომელიც მომხმარებელს ზედა მარცხენა კუთხეში სასურველი ფუნქციების სწრაფად გააქტიურების საშუალებას აძლევს.
უსაფრთხოების კუთხით, iPhone 17e-ს აქვს თანამგზავრული კავშირის მხარდაჭერა, რაც საგანგებო სიტუაციებისთვის, მათ შორის ისეთ ადგილას ყოფნისას, სადაც სატელეფონო ანძები არ გვხვდება, განსაკუთრებით გამოსადეგია. მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ სმარტფონი ხელმისაწვდომია შავ, თეთრ და მკრთალ ვარდისფერ ფერებში. მისი ფასი 256-გეგაბაიტიანი მეხსიერების შემთხვევაში $599 დოლარი იქნება.

როგორც აღინიშნა, Apple-მა ტელეფონთან ერთად ახალი iPad-იც წარადგინა, კერძოდ, ახალი iPad Air-ი, რომელიც M4 ჩიპითაა აღჭუვილი. ეს ცვლილება მას M1 მოდელზე 2.3-ჯერ უფრო სწრაფს ხდის. მოწყობილობაში გაერთიანებული მეხსიერება 50%-ით გაიზარდა და 12GB-ს მიაღწია, ხოლო მონაცემთა გამტარობა წამში 120 გეგაბაიტანმდე გაიზარდა, რაც ხელოვნური ინტელექტის მოდელების ადგილობრივად გაშვებას მნიშვნელოვნად აჩქარებს. პლანშეტი აღჭურვილია Wi-Fi 7-ის მხარდაჭერითა და ე.წ. ცენტრალური კამერით, რომელიც ამიერიდან პლანშეტის ჰორიზონტალურ ჩარჩოზე იქნება განთავსებული, რაც ვიდეოზარების უფრო მოსახერხებელს გახდის.
მოწყობილობა ხელმისაწვდომია 11 და 13-იჩიანი ეკრანებით და თავსებადია Apple-ის Pencil Pro-სა და კლავიატურა Magic Keyboard-თან. iPadOS 26-ის დახმარებით, პლანშეტს ფანჯრების მართვის ახალი სისტემა და ფაილების გაუმჯობესებული მენეჯმენტი ექნება, რაც მას პროფესიონალური დავალებებისთვის სრულყოფილ ინსტრუმენტად აქცევს. 11-ინჩიანი iPad Air-ის ფასი $599 დოლარიდან იწყება, ხოლო 13-იჩნიანი მოდელის - $799 დოლარიდან.





























