მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-მა Broadcom-თან $30-მილიარდიანი ხელშეკრულება გააფორმა

Broadcom-ი და Apple-ი

Apple-მა Broadcom-თან $30 მილიარდზე მეტი ღირებულების ჩიპების მიწოდების გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმა. არსებული ინფორმაციით, კონტრაქტი 2031 წლამდე პერიოდს მოიცავს და ის მინიმუმ 15 მილიარდი მიკროსქემის წარმოებას ითვალისწინებს.

პარალელურად, Broadcom-ი კოლორადოს შტატის ქალაქ ფორტ-კოლინსში მდებარე საწარმოს გააფართოებს და ამ მიზნით $1.5 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანია ამ ქარხანაში დაამზადებს FBAR-ის ფილტრების სახელით ცნობილ იმ რადიოსიხშირულ ჩიპებს, რომლებიც Apple-ის მოწყობილობებს უსადენო კავშირის უზრუნველყოფაში ეხმარება.

აღსანიშნავია, რომ Apple-მა ეს გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან პარტნიორობით მიიღო და ეს ნაბიჯი მიზნად ამერიკული წარმოების მიკროსქემების შესყიდვის გაზრდას ისახავს.

Apple-ის მოქმედმა გენერალურმა დირექტორმა ტიმ კუკმა განაცხადა, რომ ფორტ-კოლინსში შექმნილი ინოვაციური კომპონენტები მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის კავშირის უზრუნველსაყოფად გამოიყენება.

ცნობისთვის, Apple-ი და Broadcom-ი ამ ტექნოლოგიის განვითარებაზე ერთობლივად 2023 წლიდან მუშაობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები