მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-მა და Meta-მ, შესაძლოა, AI-ის მიმართულებით პარტნიორობა დაიწყონ

Apple Intelligence

მიმდინარე წელს Apple-ის მიერ დაანონსებული მთავარი ტექნოლოგიური სიახლე მის პროდუქტებსა და სერვისებში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციას უკავშირდება. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ტიმ კუკი აღნიშნავს, Apple Intelligence-ს სამომხმარებლო გამოცდილების ფუნდამენტურ დონეზე შეცვლა შეეძლება, თუმცა ერთი საკითხი ჯერაც გადაუჭრელია - ვინ იქნება Apple-ის პარტნიორი AI-ის განვითარების მიმართულებით?

საქმე ისაა, რომ Apple-ს საკუთარი AI-მოდელის შექმნა არ აქვს დაგეგმილი და ის ამ საკითხის აუთსორსზე გატანას გეგმავს, თუმცა AI-ბაზარი საკმაოდ მრავალფეროვანია და თან ის სწრაფად იცვლება.

ცხადია, Apple-თან თანამშრომლობის სურვილი არაერთ კომპანიას აქვს, მათ შორისაა: Microsoft-ის შვილობილი OpenAI, რომელიც ChatGPT-ს ფლობს; ასევე ვხედავთ Google-ს, რომელიც ბაზარზე Gemini-ით არის წარმოდგენილი. ახლა უკვე ვრცელდება ცნობები, რომ Apple-ის პოტენციურ პარტნიორად Meta განიხილება, რომელიც ასევე აქტიურად მუშაობს AI-ის განვითარებაზე.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, Apple-ისა და Meta-ს ხელმძღვანელებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და შესაძლოა Apple Intelligence-ის განვითარებაზე პასუხისმგებლობა სწორედ მარკ ცუკერბერგის კომპანიამ აიღოს.

ზემოხსენებული ტექნოლოგიური გიგანტების გარდა, Apple-თან თანამშრომლობის სურვილი AI-სტარტაპებსაც აქვთ, მათ შორისაა: Anthropic და Perplexity, რომელთაც ეს პოტენციური პარტნიორობა კოლოსალური ტემპით ზრდის საშუალებას მისცემს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები