მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

APPLE-მა ერთ დღეში $250 მილიარდის კაპიტალიზაცია დაკარგა - მიზეზი ჩინეთია

Apple

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Apple-მა 24 საათში 250 მილიარდი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაცია დაკარგა. ერთკვირიან ჭრილში მისი აქციების ღირებულება საფონდო ბირჟაზე 6%-ითაა შემცირებული.

Apple-ის დაღმასვლა ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის გადაწყვეტილებითაა განპირობებული. მოგეხსენებათ, ქვეყნის მთავრობის წევრებს iPhone-ების გამოყენება აეკრძალათ და არ არის გამორიცხული, რომ ამ შეზღუდვამ, საბოლოო ჯამში, მთელი საჯარო სექტორი მოიცვას.

მართალია, ჩინელი პოლიტიკოსები ძირითადად ისედაც ადგილობრივი წარმოების სმარტფონებით სარგებლობდნენ, თუმცა მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ინვესტორების მხრიდან ნეგატიური შეფასება მოჰყვა. საქმე ისაა, რომ ეს ჩინეთის მთავრობის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯია, რადგან Apple-ი რეალურად ამერიკის სიმბოლოს წარმოადგენს და არც უბრალოდ მორიგ კომერციულ კომპანიას.

ინვესტორები შიშობენ, რომ ამ ამბის შემდეგ ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად დაიძაბება. გეოპოლიტიკური ვითარების გაუარესება კი არავის ინტერესებში არ შედის.

უშუალოდ Apple-თან დაკავშირებით გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ Apple-ის პროდუქციის უდიდესი ნაწილი სწორედ ჩინეთში იწარმოება, ამიტომაც ქვეყანას ამერიკული კომპანიისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს.

ამ $250-მილიარდიანი კორექციის მიუხედავად, Apple-ი ისევ ინარჩუნებს პლანეტის ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის სტატუსს და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 2 ტრილიონ 760 მილიარდ დოლარს შეადგენს.

საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები