Apple-მა აპრილიდან ივნისამდე IPhone-ის გაყიდვებით $39,7 მილიარდი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით მეტია, ეს კი რეკორდული შემოსავალია.
IPad-ის გაყიდვები 5,8 მილიარდ დოლარამდე 20%-ით შემცირდა, რაც შეეხება Mac-ს მისი გაყიდვები 7%-ით, 6,8 მილიარდ დოლარამდეა შემცირებული.
Apple-მა საბალანსო პერიოდში რეკორდი დაამყარა მომსახურებისგან შემოსავლებით, რაც 1 მილიარდზე მეტ ფასიან გამოწერებს უკავშირდება აღნიშნულია კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ტიმ კუკის განცხადებაში.