ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Apple-მა Cupertino-ში გამართულ ღონისძიებაზე პროფესიონალური ლეპტოპების განახლებული ხაზი გამოუშვა, რომელიც სრულიად ახალ M5, M5 Pro და M5 Max ჩიპებზეა დაფუძნებული.
საუბარია 14 და 16-ინჩიან მოდელებზე, რომლებშიც მთავარი აქცენტი ხელოვნური ინტელექტის წარმადობის მკვეთრ ზრდაზე, მონაცემთა გაცვლის სისწრაფესა და ენერგოეფექტურობაზე გაკეთდა. ყველა ახალი ნოუთბუქი Wi-Fi 7-ის მხარდაჭერა, გაუმჯობესებული 12 მეგაპიქსელიანი ცენტრალური (Center Stage) კამერა და Liquid Retina XDR ეკრანი.

14-ინჩიან MacBook Pro-ში, საბაზისო ვერსიაში ვხვდებით M5 ჩიპს და 1-ტერაბაიტის მოცულობის მეხსიერებას, რაც წინა თაობასთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია. მოწყობილობა მუშაობს macOS Tahoe ოპერაციულ სისტემაზე და მომხმარებელს ერთი დატენვით 24 საათამდე მუშაობას სთავაზობს, რაც სამი საათით აღემატება M1 მოდელების მაჩვენებელს. მისი გრაფიკული და გამოთვლითი სიმძლავრე ოპტიმიზებულია ყოველდღიური პროფესიული დავალებებისთვის. 14-ინჩიანი MacBook Pro-ს ფასი $1, 699 დოლარიდან იწყება.
M5 Pro ჩიპით აღჭურვილი 14-ინჩიანი MacBook Pro გამოირჩევა ახალი, 18-ბირთვიანი ცენტრალური პროცესორით, რაც რთული ალგორითმების დამუშავებას 30%-ით აჩქარებს. წინა თაობის M4 Pro-სთან შედარებით, მოწყობილობას 4-ჯერ სწრაფი AI წარმადობა და 50%-ით გაუმჯობესებული გრაფიკული მონაცემები აქვს, რაც განსაკუთრებით სასარგებლო ვიზუალურ ეფექტებზე მომუშავე არტისტებისთვის იქნება. მოდელი მხარს უჭერს 64 გეგაბაიტამდე გაერთიანებულ მეხსიერებას 307გბ/წმ-ში გამტარობით. 14-ინჩიანი MacBook Pro, M5 Pro ჩიპით $2,199 დოლარი ღირს.

რაც შეეხება 16-იჩიან MacBook Pro-ს M5 Pro ჩიპით, ის გვთავაზობს იდენტურ ტექნოლოგიურ არქიტექტურას უფრო დიდ ეკრანზე, გაუმჯობესებული თერმორეგულაციითა და Thunderbolt 5 პორტებით. მისი SSD მეხსიერების წაკითხვის სიჩქარე წამში 14.5 გეგაბიტს აღწევს, რაც 4K და 8K ვიდეოპროექტებზე მუშაობას მნიშვნელოვნად ამარტივებს. წინა თაობის ანალოგებთან შედარებით, 3D რენდერინგის პროცესი მასში 1.4-ჯერ უფრო სწრაფია. 16-ინჩიანი MacBook Pro, M5 Pro ჩიპით $2,699 დოლარიდანაა ხელმისაწვდომი.
M5 Max ჩიპზე დაფუძნებულ 14-ინჩიან MacBook Pro-ს Apple-ში უკომპრომისო სიმძლავრის მოწყობილობად აცხადებენ, რომელიც 128GB-მდე გაერთიანებულ მეხსიერებასა და წამში 614 გეგაბაიტის გამტარობას უზრუნველყოფს. მასში ინტეგრირებული Neural Accelerator-ები საშუალებას იძლევა, რთული ენობრივი მოდელები უშუალოდ მოწყობილობაზე, ღრუბლოვანი სერვისების გარეშე გაეშვას. M1 Max-თან შედარებით, AI გამოსახულების გენერაცია 8-ჯერ უფრო სწრაფად ხდება. 14-ინჩიანი MacBook Pro M5 Max ჩიპით $3,599 დოლარი ღირს.
ხაზის ყველაზე მძლავრ მოდელს, 16-ინჩიან MacBook Pro-ს M5 Max ჩიპით, სტანდარტულად, 2 ტერაბაიტის მოცულობის მეხსიერება ექნება და გათვლილია მასშტაბურ საინჟინრო სიმულაციებზე. მოწყობილობას შეუძლია ერთდროულად ოთხი მაღალი რეზოლუციის გარე მონიტორის გამოყენება და ვიდეო ეფექტების რენდერი M4 Max-ზე 3-ჯერ უფრო ჩქარა. 16-დუიმიანი MacBook Pro M5 Max ჩიპით $3,899 დოლარი ღირს.





























