მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-მა რუსეთის მასშტაბით ტელეფონით გადახდები შეზღუდა

apple

Apple-ის განცხადებით, 1 აპრილიდან რუსეთში App Store-ისა და სხვა სერვისების ფარგლებში შესყიდვების განხორციელება მობილურით შესაძლებელი აღარ არის.

კომპანია განმარტავს, რომ რუსეთში ახალი შენაძენების, აპლიკაციის შიდა შესყიდვებისა (in-app purchases) და გამოწერების (subscriptions) განახლება ხელმისაწვდომი აღარ იქნება. გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც მომხმარებელს Apple Account-ის ბალანსზე უკვე აქვს თანხა - მისი გამოყენება კვლავ შესაძლებელია.

ეს შეზღუდვა ეხება შემდეგ სერვისებსა და პროდუქტებს:

  • Apple Arcade
  • Apple Fitness+
  • Apple Music
  • Apple Podcasts გამოწერები
  • Apple One
  • App Store-ის შენაძენები და გამოწერები
  • Apple TV-ის შენაძენები და გამოწერები
  • iTunes Store-ის შენაძენები
  • iCloud+
  • რინგტონებისა და მელოდიების შენაძენები

Apple-მა დაადასტურა, რომ მომხმარებლების მიერ უკვე შეძენილი აპლიკაციები და კონტენტი ხელმისაწვდომი დარჩება. კომპანიამ ასევე უზრუნველყო, რომ iCloud-ის მონაცემებზე წვდომა iCloud+-ის გამოწერის ვადის ამოწურვის შემდეგაც შენარჩუნდება.

გავრცელებული ინფორმაციით, Apple-მა ეს ნაბიჯი რუსეთის მთავრობის მოთხოვნის საპასუხოდ გადადგა. სავარაუდოდ, რუსეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ სერვისებიდან დაკარგული შემოსავლები კომპანიაზე ზეწოლას მოახდენს, რათა მან App Store-ში პოპულარული რუსული აპლიკაციები დააბრუნოს.

შეგახსენებთ, რომ ეს აპლიკაციები რუსეთ-უკრაინის ომის გამო დაწესებული სანქციების ფარგლებში ამოიღეს. სავარაუდოდ, მოთხოვნა გაუქმდება, თუ Apple ამ აპლიკაციებს ხელმისაწვდომს კვლავ გახდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები