მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-მა, შესაძლოა, Face ID-ით აღჭურვილ დომოფონი გამოუშვას

Doorbell

2025 წელს ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Apple-მა, შესაძლოა, ახალი ტიპის პროდუქტი - ჭკვიანი დომოფონი გამოუშვას, რომელიც ხელოვნური ინტელექტით, კამერითა და Face ID-ით იქნება აღჭურვილი და კარის საკეტის ფუნქციას შეასრულებს.

Bloomberg-ის ჟურნალისტის, მარკ გურმანის ინფორმაციით, ჭკვიანი დომოფონი კამერის მეშვეობით ამოიცნობს სახლის მეპატრონეს ან იმ ადამიანებს, რომელთაც კარის გაღების უფლება აქვთ, რაც iPhone-ებში არსებული Face ID-ის ანალოგიას წარმოადგენს, უბრალოდ დომოფონი არა სმარტფონს, არამედ შენობის კარებს გახსნის.

როგორც ცნობილია, Face ID-ის სისტემა კამერისა და სივრცითი სენსორის დახმარებით ადამიანის ბიომეტრიული თვისებების იდენტიფიცირებას ახერხებს და მის სახეს 3-განზომილებიან სივრცეში აღიქვამს, რაც იმას ნიშნავს, რომ Face ID-ის მოტყუება ფოტოსურათით ან ვიდეოთი უბრალოდ შეუძლებელია, რაც დაცულობის მაღალ სტანდარტს უზრუნველყოფს.

როგორც გურმანი ამბობს, Apple-ს ჭკვიანი სახლების ბაზარზე თავის დამკვიდრება სურს, სწორედ ამიტომ კომპანია ახალ Apple TV-ზე, ჭკვიან მონიტორზე, ასისტენტზე და სხვა სახის მოწყობილობებზე მუშაობს, რათა ტექნოლოგიურმა გიგანტმა შემოსავლების გაზრდა და Apple Intelligence-ის მოქმედების არეალის გაფართოება შეძლოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები