ამერიკული Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ $5-ტრილიონიან ნიშნულს კიდევ ერთხელ გადააჭარბა. ამ შედეგით ტექნოლოგიური გიგანტი ისტორიაში მეორე კომპანია გახდა, რომელმაც $5 ტრილიონს მიაღწია, NVIDIA-ს შემდეგ.
ერთწლიან პერიოდში Apple-ის აქციების შეფასება 39%-ით არის გაზრდილი, ხოლო 5-წლიან პერიოდში მას 140%-იანი მატება აქვს.
ინვესტორების პოზიტიური განწყობა ახალ მენეჯმენტსა და პროდუქტებს უკავშირდება. მოგეხსენებათ, 1 სექტემბერს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი ტიმ კუკისგან ჯონ ტერნუსმა გადაიბარა.
მენეჯმენტის ცვლილებიდან მალევე, Apple-მა წარადგინა ჭკვიანი სახლის მართვის ახალი ჰაბი, სახელწოდებით HomeView, რომლითაც ტექნოლოგიური გიგანტი ბაზარზე საკუთარი პოზიციების გაძლიერებას შეეცდება. ამასთან, კომპანიამ წარადგინა ახალი, დასაკეცი სმარტფონი iPhone Duo, რომელიც $2,000 ღირს.
ამასთან, ტექნოლოგიურმა გიგანტმა ხელოვნური ინტელექტის სტრატეგია საბოლოოდ ჩამოაყალიბა და კონკურენტების დასაწევად Google-თან პარტნიორობა გააფორმა. როგორც ჩანს, ინვესტორებს ეს გადაწყვეტილებაც მოეწონათ, რადგან Google-თან თანამშრომლობის წყალობით, Apple-ს მონაცემების ცენტრების აშენებაზე რესურსების ხარჯვა აღარ უწევს.
























