მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple Pay-ს კონკურენტის შესაქმნელად JPMorgan, Wells Fargo და Bank of America ერთიანდებიან

63cf773059057
გიორგი თოლორდავა
24.01.23 10:42
698
მსოფლიოს უმსხვილესი კომერციული ბანკები: JPMorgan Chese, Wells Fargo და Bank of America ერთიანდებიან, რათა Apple Pay-სა და PayPal-ის კონკურენტი ციფრული პლატფორმა შექმნან.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ტრადიციული ბანკები სულ უფრო მეტ ბაზრის წილს კარგავენ ფინტექ პლატფორმებთან, მათ შორის ყველაზე მზარდი კი სწორედ Apple-ის მიერ შექმნილი საგადახდო სისტემაა.

როგორც წყაროები იუწყებიან, მსხვილი ბანკების ერთობლივ პროექტში ჩართულნი არიან Visa და Mastercard-იც.

ექსპერტების შეფასებით, Apple Pay-სთვის სათანადო კონკურენციის გასაწევად ბანკებმა უნდა შეძლონ არა მარტო უფრო უკეთესი და მარტივი აპლიკაციის შექმნა, არამედ მისი დამატებითი ფუნქციონალით და უპირატესობებით აღჭურვა, ისეთი როგორიც სპეციალური ფასდაკლების აქციები და ქეშბექებია.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები