მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple, Samsung, Xiaomi - სმარტფონების მწარმოებლების რეიტინგი საქართველოში

Samsung

საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ქვეყანაში მობილური ტელეფონების ბრენდების რეიტინგიც არის წარმოდგენილი. ანგარიშის თანახმად, საქართველოში სმარტფონების ბაზრის ლიდერი ამ მხრივ გლობალური #1 მოთამაშე Samsung-ია. Samsung-ზე საქართველოს ბაზრის 37.3% მოდის, მეორე ადგილს Apple-ის სმარტფონები იკავებს 19.8%-ის წილით, მესამე ადგილზეა Xiaomi 14.7%-ის წილით.

საქართველოში სმარტფონების ბრენდების რეიტინგი:

  1. Samsung - 37.3%;
  2. Apple - 19.8%;
  3. Xiaomi - 14.7%;
  4. Nokia - 6.6%;
  5. Huawei - 4.1%;
  6. Lenovo - 0.5%;
  7. LG - 0.3%;
  8. Sony/Ericsson - 0.2%;
  9. ZTE - 0.2%;
  10. TCT - 0.1%;
  11. HTC - 0.1%;
  12. სხვა ბრენდები - 16.1%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები