მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მოსახლეობის 90% მობილურ ტელეფონს ფლობს - რომელი ბრენდია ყველაზე პოპულარული?

ტელეფონი

საქართველოში 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 89.8% მობილურ ტელეფონს  ფლობს. „საქსტატის“ მონაცემებით, ივლისის მონაცემებით, იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც მობილურ ტელეფონს ფლობენ წლიურად 1.7%-ით გაიზარდა. 

კვლევა აჩვენებს, რომ 6-14 წლის ასაკის მოქალაქეების 61.7% იყენებს მობილურ ტელეფონს. 15-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში მოქალაქეების თითქმის 98% აქვს მობილური ტელეფონი, 60 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებში მობილურის ფლობის მაჩვენებელი  84.6% -ია.

საინტერესოა, რომ ქალაქის ტიპის დასახლებებში  მობილურს ფლობს  მოქალაქეების 92.7%, სოფლად - 85.2%.

კომუნიკაციის კომისიის ანგარიშით,  2022 წლის ბოლოს მონაცემებით, საქართველოში მობილური მოწყობილობებს 38.4% Samsung-ის ბრენდზე მოდიოდა, მოქალაქეების  18% Apple-ის მობილურ ტელეფონებს ანიჭებდა  უპირატესობას, 14.6% კი - Xiaomi-ს.

მობილური მოწყობილობების განაწილება მწარმოებლების მიხედვით

  • Samsung 38.4%
  • Apple 18.2%
  • Xiaomi 14.6%
  • Huawei  5.2%
  • Microsoft/Nokia 4.0%
  • Lenovo 0.7%
  • LG 0.3%
  • Sony/Ericsson 0.2%
  • ZTE 0.2%
  • HTC  0.1%
  • სხვა -  18.0%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები