მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-მა კორპორაციული სერვერების ბაზარზე შესვლა გადაწყვიტა

apple

ტექნოლოგიური გიგანტი Apple-ი ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციებისთვის განკუთვნილი კორპორაციული სერვერის შექმნაზე მუშაობს. როგორც ირკვევა, საკუთარი წარმოების M8 Ultra-ს ჩიპით აღჭურვილი მოწყობილობის გამოშვება ადრეული პროგნოზით 2029 წლისთვის იგეგმება და ის კორპორაციული სერვერების ბაზარზე იქნება ორიენტირებული.

პროექტის ფარგლებში ამერიკულმა კომპანიამ NVLink Fusion-ის მაღალსიჩქარიანი ტექნოლოგიის დანერგვის მიზნით NVIDIA-სთან მოლაპარაკებები უკვე გამართა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პარტნიორობაც დაიწყო.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი Apple-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ტერნუსია, რომელსაც Apple-ის B2B მიმართულების განვითარება სურს.

შეგახსენებთ, Apple-ი კორპორაციული სერვერების ბაზარზე 2002-დან 2011 წლამდე ოპერირებდა და PowerPC-სა და Intel-ის პროცესორებზე ბაზირებულ Xserve-ის სერიას აწარმოებდა. პროდუქტის ამოღება იმპლემენტაციის სირთულეებმა და მომხმარებელთა ნაკლებობამ განაპირობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები