მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გადაწყვიტა Microsoft-მა $25 მილიარდის ვალის აღება?

Microsoft

Microsoft-მა $25 მილიარდის ღირებულების ახალი ობლიგაციების გამოშვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია მიღებულ თანხას კაპიტალური დანახარჯების, აქციების გამოსყიდვის, აქტივების შეძენისა და არსებული ვალდებულებების დასაფარად გამოიყენებს. უფრო კონკრეტულად, თანხის უდიდესი ნაწილი მონაცემთა ცენტრებზე და AI-ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება.

საერთო ჯამში, Microsoft-ი 2026 წლის ბოლოსთვის კაპიტალური დანახარჯების $170 მილიარდამდე გაზრდას გეგმავს და მოსალოდნელია, რომ 2027 წლისთვის კომპანია ამ მიმართულებით უფრო მეტ ინვესტიციებს ჩადებს.

კომპანიის ფინანსური დირექტორის, ემი ჰუდის განცხადებით, ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში, Microsoft-ი დამატებითი დაფინანსების წყაროებსაც მოიზიდავს.

Microsoft-ის მსგავსად, AI-ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად ობლიგაციებს Google, Meta, Amazon, Oracle და სხვა ტექნოლოგიური კომპანიებიც უშვებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები