მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple თვითმართვადი ავტომობილის წარმოების საკუთარ პროექტზე მუშაობს

60336152d3e42
თათია კაკიაშვილი
22.02.21 23:00
778

Apple ლიდარის თვითმართვადი ავტომობილის წარმოებაში ერთვება, ელექტრომობილების შექმნაში გიგანტი ტექნოლოგიური კომპანია სენსორების განვითარებაში საკუთარ წვლილს შეიტანს. ინფორმაციას Business Insider Bloomberg-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და, როგორც ცნობილია, Apple ლიდარის იმგვარი სენსორების წარმოებას იწყებს, რომელიც დაადგენს თვითმართვადი ავტომობილის დაშორების მანძილს სხვა საგნებთან, ხალხთან და მანქანებთან. წინასწარი ინფორმაციით, ინოვაცია სამომავლოდ ასევე გამოიყენება სხვა ტექნოლოგიებისთვის, მათ შორის iPhone–ის რამდენიმე მოდელისთვისაც. ამასთან, Apple–მა შეიმუშავა პროგრამული უზრუნველყოფის დიდი ნაწილიც, რომელიც საჭიროა თვითმართვადი მანქანების წარმატებული ოპერირებისთვის. თუმცა, ამ დროისთვის აანონსებენ, რომ თვითმართვადი ავტომობილის გაშვებამდე სულ მცირე ხუთი წელი მაინც არის საჭირო.

ამასთან, საუბარია იმაზეც, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ტექნოლოგიური გიგანტი კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებდა რამდენიმე ავტომწარმოებელთან Apple-ის ბრენდის მანქანების მშენებლობის შესახებ. იანვარში, სამხრეთკორეულმა გაზეთმა გაავრცელა ინფორმაცია Hyundai–სთან მოლაპარაკებების შესახებ, რომლის თანახმადაც, Apple-ის ავტომობილის "ბეტა" ვერსიას აუდიტორია დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში იხილავდა, თუმცა მოგვიანებით Hyundai-მ და KIA-მ გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები