მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Apple Wallet-ში ამერიკული პასპორტების ციფრული ვერსიების დამატება იგეგმება

apple

Apple-მა დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს თავიანთი პასპორტების დამატება Apple Wallet-ში წლის ბოლომდე შეეძლებათ.

პლანეტის ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანია მართვის მოწმობებისა და პასპორტების გაციფრულებაზე, სულ მცირე, 7 წელია მუშაობს და ამ დრომდე ამისთვის საჭირო არაერთი ტექნოლოგია დააპატენტა.

Apple-მა თავის ვებგვერდზე, IOS 26-ის აღწერის სქოლიო განაახლა. ახლა ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ "ციფრული (Digital) ID მიმდინარე წლის ბოლოს აშშ-ის პასპორტებისთვის დაემატება".

ამერიკული პასპორტების Apple Wallet-ში დამატების შესახებ ინფორმაცია მანამდეც იყო ცნობილი, თუმცა არ იყო დაკონკრეტებული თარიღი.

Digital ID-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ცნობილი არ არის, თუმცა მოსალოდნელია, რომ ის IOS 26.1 ან 16.2 ვერსიებთან ერთად გამოვა და iPhone-ის მომხმარებლებს საშუალებას მისცემთ, თავიანთი პასპორტები და მართვის მოწმობები სმარტფონების ციფრულ საფულეებში დაამატონ და დოკუმენტების ციფრული ვერსიებით ისარგებლონ ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის შიდა ფრენებზე რეგისტრაციის დროსაც.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, დაინერგება თუ არა ეს ტექნოლოგია სხვა ქვეყნებზეც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები