რუსეთის ხელისუფლება მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისიდან საკომუნიკაციო პლატფორმა Telegram-ის სრულ და მუდმივ დალოკვას გეგმავს.
კრემლთან დაახლოებული წყაროების ცნობით, გადაწყვეტილების მთავარ მოტივად არასრულწლოვნების უკანონო ქმედებებში ჩართვის მზარდი სტატისტიკა სახელდება.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მარეგულირებელმა სააგენტო როსკომნაძორმა აპლიკაციას ვიდეოზარების ფუნქცია ჯერ კიდევ 2025 წლის ზაფხულში გაუთიშა. არსებული ინფორმაციით, კრემლში აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე საბოლოოდაა მიღებული და სრული აკრძალვა ძალაში პირველი აპრილიდან შევა.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვი შეზღუდვას არ შეახებს ფრონტის ხაზს. როგორც ციფრული განვითარების მინისტრმა, მაქსუტ შადაევმა თქვა, მიმდინარე სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფონზე, ფრონტის ხაზზე მყოფ ჯარისკაცებს განსაკუთრებით ესაჭიროებათ, რათა მათი კომუნიკაცია უკრაინული ან უცხოური დაზვერვის ხელში არ აღმოჩნდეს. შეგახსენებთ, ამჟამად რუსული ძალები საბრძოლო მოქმედებების კოორდინაციისა და ოპერატიული კომუნიკაციისთვის სწორედ Telegram-ს იყენებენ. თუმცა, კრემლში არ აკონკრეტებენ, რამდენ ხანს შენარჩნდება ეს გამონაკლისი, რადგან, როგორც ირკვევა, უწყება აქტიურად მუშაობს ალტერნატიული პლატფორმის, Max-ის სამხედრო სტრუქტურებში ინტეგრირებაზე. საუბარია Telegram-ის კონკურენტზე, რომელსაც სახელმწიფო აქტიურად აკონტროლებს.
აღსანიშნავია, რომ Telegram-ის სრულად ბლოკირება რუსეთის გლობალური ინტერნეტ-სივრციდან იზოლირებისა და ციფრული დამოუკიდებლობის მიღწევის ფართომასშტაბიანი სტრატეგიის ნაწილია. სტრატეგიის, რომელმიც მიზნად მოსახლეობაზე გაცილებით უფრო ეფექტურო კონტროლის დამყარებას ისახავს. თუმცა დარგის ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ Telegram-ის შეზღუდვა ეფექტური ვერ იქნება, რადგან მომხმარებლები VPN-სა და სხვა ისეთ მეთოდებს გამოიყენებენ, რომლებიც მათ კანონისაგან თავის არიდების საშუალებას მისცემს.




























