მიმდინარე წლის 3 აპრილს, სომხეთის დედაქალაქ ერევანში, საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია, Doing Digital Forum-ი გაიმართება. ფორუმის წლევანდელი თემა “შესაძლებლობების გამოყენებაა”, ხოლო ღონისძიებაზე მთავარ განსახილველ საკითხებს შორის იქნება, როგორც ფინანსებსა და ბიზნესის სხვა სექტორებში მიმდინარე ციფრული ტრანსფორმაცია, ასევე შესაძლებლობების აღმოჩენა და ლოკალიზება და სომხეთის, როგორც რეგიონული ციფრული ჰაბის პოზიციონირება.
როგორც კონფერენციის ორგანიზატორები ამბობენ, წლევანდელი Doing Digital Forum-ი უპრეცედენტო იქნება, რადგან დამსწრეთა წინაშე სიტყვით სხვადასხვა სფეროს ექსპერტები და ლიდერები წარდგებიან, რომელთა შორის ფუტურისტი ავტორი, ბრეტ კინგიც იქნება, რომელიც ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი გლობალური ექსპერტია.
“Doing Digital Forum 2024-ის ფარგლებში, ხაზს გავუსვამთ იმ ტრანსფორმაციულ ძალას, რომელსაც ტექნოლოგიები და გაციფრულება ფინანსებზე, ეკონომიკაზე და სახელმწიფოზე ახდენს. ჩვენი მიზანია, ყველა მონაწილე მხარე ერთ პლატფორმაზე გავაერთიანოთ, რათა სომხეთი რეგიონულ ფინანსურ ჰაბად ვაპოზიციონიროთ, როგორც ინოვაციური ფინანსური ტექნოლოგიების, ასევე ბიზნესგადაწყვეტების მიმართულებით”, - განაცხადა ფორუმის დამფუძნებელმა, ტატევიკ სიმონიანმა.
Doing Digital Forum-ი საკომუნიკაციო სააგენტო SPRING PR-ის ორგანიზებით იმართება, ხოლო სპონსორებს შორის სომხეთის წამყვან საბანკო-საფინანსო ინსტიტუტს, “ამერიაბანკს” და გადახდების გლობალურ კომპანია VISA-ს ვხედავთ. საერთაშორისო კონფერენციის საინვესტიციო პარტნიორად Apricot Capital-ი შეირჩა, ბლოკჩეინ პარტნიორი კი - Fastex-ია. ფორუმის სპონსორებს შორის ასევე ვხვდებით, Ucraft-ს, Hoory-ის, ArCa-სა და Livingston by Yeremyan Projects-ს.
“ჩვენთვის, ეკონომიკის ციფრული ტრანსფორმაცია არის ხელსაწყო, რომლითაც ცხოვრების დონის ამაღლება შეგვიძლია - ის სოციალური ცვლილებებისა და ეკონომიკური ზრდის კატალიზატორია. ციფრული ტრანსფორმაციის საკითხის წინ წამოწევით და სომხეთში ამ დარგის წამყვანი ექსპერტების ჩამოყვანით გვსურს ერთად განვსაზღვროთ ჩვენი ქვეყნის ფინტექ-ინდუსტრიის მომავალი , რათა ამ მიმართულებით სისტემურ ზრდას მივაღწიოთ”, - განაცხადა “ამერიაბანკის” გენერალურმა დირექტორმა, არტაკ ჰანესიანმა.
როგორც საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორები ამბობენ, ფორუმის ფარგლებში გაიმართება, როგორც პრეზენტაციები, ასევე პანელური დისკუსიები და განხილვები. სასაუბრო თემებს შორის კი, ვხვდებით, როგორც ციფრულ ტრანსფორმაციას, ასევე ახალ ფინანსურ ტექნოლოგიების, საბანკო საქმის მომავალს, ციფრულ ეპოქაში ტალანტების მოზიდვას და, რა თქმა უნდა, ხელოვნურ ინტელექტს. ამასთან, ფორუმის ფარგლებში ხაზი გაესმება იმ წარმატების მაგალითებს, რომლებიც ამ მიმართულებით სომხეთში არსებობს.