მსოფლიოში ნავთობის ფასების ზრდის ფონზე, საქართველოში, აპრილის დასაწყისში საწვავი კიდევ 6-30 თეთრით გაძვირდა.
საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასებისარქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს - რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ღირებულება.
საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში:
Gulf-ის ქსელში ბოლოს საწვავის ღირებულება 3 აპრილს შეიცვალა. აპრილის დასაწყისში ბენზინი 6 თეთრით, ხოლო დიზელზე 10 თეთრით გაძვირდა.
უნდა აღინიშნოს, რომ მარტში ამ ბრენდის ქსელში ბენზინი 40-46 თეთრით, ხოლო დიზელი 74 თეთრით გაძვირდა. Gulf-ის ქსელში საწვავის ღირებულების ზრდა 9 მარტიდან დაიწყო და თვის განმავლობაში 5-ჯერ შეიცვალა.
შედეგად, დღეს საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:
- G-Force სუპერი - ₾3.99, ზრდა - 6 თეთრი;
- G-Force პრემიუმი - ₾3.59, ზრდა - 6 თეთრით;
- G-Force ევრო რეგულარი - ₾3.45, ზრდა - 6 თეთრით;
- ევრო რეგულარი - ₾3.43, ზრდა - 6 თეთრით;
- G-Force ევრო დიზელი - ₾3.97, ზრდა - 10 თეთრი;
- ევრო დიზელი - ₾3.87, ზრდა - 10 თეთრი;
Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში ყველა ტიპის საწვავის ფასი ბოლოს 4 აპრილს შეიცვალა. ამ შემთხვევაშიც ბენზინი 6 თეთრით, დიზელი კი 10 თეთრით გაძვირდა.
ზოგადად, Wissol-ში ფასების კორექტირება 7 მარტიდან იწყება და თვის განმავლობაში 6-ჯერ დაკორექტირდა. როგორც ფასების არქივიდან ირკვევა, მარტში საწვავი ტიპის მიხედვით 28-59 თეთრით გაძვირდა.
დღეს ამ ბრენდის სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:
- ეკო სუპერი - ₾3.98; ზრდა - 6 თეთრი;
- ეკო პრემიუმი - ₾3.58; ზრდა - 6 თეთრი;
- ეკო დიზელი - ₾3.92; ზრდა - 10 თეთრი;
- ევრო დიზელი - ₾3.87; ზრდა - 10 თეთრი;
- ევრო რეგულარი - ₾3.43; ზრდა - 6 თეთრი;
- დიზელ ენერჯი - ₾3.82; ზრდა - 10 თეთრი;
Socar-ის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ფასის 6 აპრილს დაკორექტირდა. აპრილის პირველ კვირაში ბენზინის და დიზელის ტიპის საწვავის გაძვირება 2-ჯერ მოხდა.
ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ „სოკარში“ ფასების კორექტირება 11 მარტიდან დაიწყო და მარტის განმავლობაში 3-ჯერ შეიცვალა. ჯამში ბენზინი 17-29 თეთრით, ხოლო დიზელი 37-51 თეთრით გაძვირდა.
დღეს, ამ ბრენდის სადგურებზე ბენზინის და დიზელის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:
- ნანო სუპერი - ₾3.87; ზრდა - 15 თეთრი;
- ნანო პრემიუმი - ₾3.55; ზრდა - 15 თეთრი;
- ნანო ევრო რეგულარი - ₾3.39; ზრდა - 15 თეთრი;
- ევრო 5 დიზელი - ₾3.80; ზრდა - 30 თეთრი;
- ნანო ევრო 5 დიზელი - ₾3.90; ზრდა - 30 თეთრი
უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდირებული გასამართი სადგურების სხვა ქსელებს, მაგალითად Lukoil-ის და Rompetrol-ის შემთხვევაში, კომპანიებს ვებგვერდებზე ფასების ცვლილების არქივზე დაკვირვების შესაძლებლობას არ გვაქვს, თუმცა ბოლო თვის დასაწყისსა და ბოლოს არსებული ფასებით, საწვავი ამ სადგურებზეც მნიშვნელოვნად გაძვირდა.
Rompetrol-ის დღეს საწვავს შემდეგ ფასად შეიძენთ:
- Efix სუპერი - ₾3.99; ზრდა - 7 თეთრი;
- Efix ევრო პრემიუმი - ₾3.43;
- ევრო რეგულარი - ₾3.39;
- Efix ევრო დიზელი - ₾3.95; ზრდა - 10 თეთრი;
- ევრო დიზელი - ₾3.90;ზრდა - 10 თეთრი;
Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში, სადაც ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:
- Euro Super – ₾3.92; ზრდა - 18 თეთრი;
- Premium Avangard - ₾3.52; ზრდა - 13 თეთრი;
- Euro Regular - ₾3.37; ზრდა - 13 თეთრი;
- Euro Diesel - ₾3.85; ზრდა - 26 თეთრი.
მსოფლიო ბაზარზე კი ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს. საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მარტში კომპანიებს ჯერ კიდევ ჰქონდათ 1-2-კვირიანი მარაგები, რამაც საწვავის ეტაპობრივად გააძვირა. თუმცა აპრილში, გლობალურ ბაზარზე ნავთობის კიდევ უფრო მეტად გაძვირების პირობებში, მიმდინარე თვეში ბენზინის და დიზელის საწვავი უფრო მეტად გაძვირდება.




























