მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილში ეკონომიკა 11.8%-ით გაიზარდა;

საქართველოს ეკონომიკა აპრილში წლიურად 11.8%-ით გაიზარდა. ოთხი თვის ჭრილში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ქვეყანას 9%იანი აქვს. საქსტატის მონაცემებით მეოთხე თვეს დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 12.8 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 19%-ით მეტია. გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, აპრილში ქვეყანაში 6 700 ახალი საწარმო დარეგისტრირდა. პირველი კვარტლის მომხიბვლელი შედეგების ფონზე ეკონომისტების ნაწილის მოლოდინი საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში დამაიმედებლად არ გამოიყურება, მთავარი ფაქტორი კი რამაც მაკროეკონომიკური პარამეტრები შეიძლება გააუარესოს გამჭვირვალობის სახელით განსახილველად შემოტანილ და უკვე დამტკიცებულ კანონს უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები