ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, სებ-მა აპრილში Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული სავალუტო ინტერვენციების შედეგად 266.4 მილიონი აშშ დოლარის წმინდა შესყიდვა განახორციელა.
შედეგად, ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები 4.52 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.
ეროვნული ბანკის განმარტებით, საერთაშორისო რეზერვების დაგროვება საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა. შესაბამისად, როცა ბაზარზე შესაბამისი შესაძლებლობა არსებობს, სებ-ი რეზერვების შევსების პოლიტიკას აქტიურად იყენებს.
2025 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის მიერ Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:
- იანვარ-თებერვალში – წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა
- მარტი – წმინდა შესყიდვა 101.7 მლნ აშშ დოლარი
- აპრილი – წმინდა შესყიდვა 266.4 მლნ აშშ დოლარი
სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებული მონაცემების გამოქვეყნებას ეროვნული ბანკი 2025 წლის 25 ივნისს გეგმავს.




























