2025 წლის აპრილის ბოლოსთვის საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარეშე) მოცულობამ 58.78 მლრდ ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 309.88 მლნ ლარით, ანუ 0.53%-ით მეტია მარტის ბოლო მონაცემთან შედარებით. გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით ზრდამ 0.27% შეადგინა.
ეროვნული ბანკის ცნობით, დეპოზიტების წლიური ზრდის ტემპი გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 10.15%-ს შეადგენს.
აპრილში, წინა თვესთან შედარებით:
- ვადიანი დეპოზიტები 581.76 მლნ ლარით, ანუ 2.15%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე – 2.10%);
- მოთხოვნამდე დეპოზიტები 271.88 მლნ ლარით, ანუ 0.86%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე – 1.29%-ით შემცირდა).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა აპრილის ბოლოს 47.83% შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 0.60 პროცენტული პუნქტით მეტია. გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით კი ლარიზაცია 0.72 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
საპროცენტო განაკვეთები:აპრილში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.39% შეადგინა. მათ შორის:
- ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე – 9.43%,
- უცხოურ ვალუტაში – 2.71%.
რაც შეეხება ვალუტის სტრუქტურას, უცხოურ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებში:
- აშშ დოლარის წილი – 79.63%,
- ევროს წილი – 18.98%.
























