მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აპრილში სამრეწველო პროდუქციის წარმოება გაძვირდა - რამ იქონია გავლენა ინდექსის ზრდაზე?

სამრეწველო პროდუქცია

აპრილში სამრეწველო პროდუქციის წარმოება გაძვირდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის მიხედვით, აპრილში წინა თვესთან შედარებით ინდექს 0.5%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა 6.7%-იანი მატება.

12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

  • სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 6%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.8 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (34.3%);
  • დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 3%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 4.28 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (6.3%) და სასმელებზე (5.6%);
  • ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 7%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.39 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;
  • წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 8%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.21 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.

2026 წლის მარტთან შედარებით ფასები 1.6%-ით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.13 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.7%), რამაც 0.54 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა ძირითად ქიმიურ ნივთიერებებზე და ქიმიურ პროდუქტებზე (8.4%) და კოქსზე და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებზე (7.9%). გარდა ამისა, ფასების 1.1%-იანი მატება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.11 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები