მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილში საქართველოში 5 729 საწარმო დარეგისტრირდა, კლება 17%-ია - რატომ?

64770d8edb871
ვიქტორია მღებრიშვილი
31.05.23 13:13
586
მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში 5 729 საწარმო დარეგისტრირდა, რაც წინა წლის აპრილთან შედარებით 16.9%-ით ნაკლებია. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებაშია აღნიშნული.

როგორც საქსტატში გამართულ ბრიფინგზე სამსახურის ხელმძღვანელმა გოგიტა თოდრაძემ აღნიშნა, დარეგისტრირებული ახალი საწარმოების რაოდენობა, ძირითადად უცხოელი ინდმეწარმეების რიცხვის შემცირებით არის განპირობებული.

„2023 წლის აპრილში ქვეყანაში 5 700 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით 17%-ითაა შემცირებულია. აღსანიშნია ისიც, რომ კლება ძირითადად უცხოელი მეწარმეების რეგისტრაციის შემცირებითაა განპირობებული. წელს უცხოელი მეწარმეების მიერ შექმნილი საწარმოების რიცხვი გასული , ამავე თვესთან შედარებით დაახლოებით 42%-ით არის შემცირებული. ეს ძირითადი მიზეზია, რამაც ახლადდარეგისტრირებული საწარმოების რიცხვის შემცირება გამოიწვია“, - განაცხადა თოდრაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები