მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აქამდეც დავასრულებდით, რომ არა შემაფერხებელი ფაქტორები“ - რატომ ვერ სრულდება „მგზავრების უბანი საგურამოში“?

მგზავრები

"მგზავრები ჯგუფის“ დამფუძნებლის დავით ცერცვაძის თქმით, „მგზავრების უბანი საგურამოში“ აქამდე დასრულებული იქნებოდა, რომ არა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან შექმნილი შემაფერხებელი ფაქტორები.

კომპანია „მგზავრები“ საგურამოში 30 მლნ ლარის ღირებულების საცხოვრებელი კომპლექსს აშენებს. კომპანიის დამფუძნებელი დავით ცერცვაძე გადაცემა #რედაქტ2-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ კომპლექსი სრულად 100-120 სახელზეა გათლილი და 40% უკვე გაყიდულია, ხოლო ინფრასტრუქტურა სრულად მოწყობილია, თუმცა პროექტის დანარჩენი ნაწილი მხოლოდ იმიტომ ვერ სრულდება, მუნიციპალიტეტის მერიაში ნებართვების გაცემა შეაჩერე, რის გამოც კომპანიამ სარჩელი სასამართლოშიც შეიტანა.

„პროექტი აქამდეც დასრულებული იქნებოდა, რომ არა შემაფერხებელი ფაქტორები დუშეთის მუნიციპალიტეტიდან. პროექტის დასრულების მთავარი წინააღმდეგობა ის არის, რომ ნებართვების აღება 2 წელია გაჩერებულია. ჩემს გარდა ამ პრობლემის წინაშე ჩემი ინფორმაციით, კიდევ 8 კომპანია დგას.

სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტიდან მოითხოვეს დაგეგმარება, კომპანიები გავყევით, გავიდა 2 წელი, დასრულდა ეს პროცესი, თუმცა ნებართვების აღებამდე ვერ მივედით. პირველად რა ნებართვებიც ავიღეთ მაგის შემდეგ არაფერი მოუციათ. ჩვენს კომპანიას საქმე სასამართლოშიც აქვს შეტანილი, თუმცა პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

კითხვაზე - რატომ აფერხებს მუნიციპალიტეტის მერია ბიზნესს, „მგზავრების“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ერთადერთი მიზეზი კომპეტენციის ნაკლებობაა.

„მიზეზი არაპროფესიონალიზმი და ბიზნესის მიმართა არასწორი მიდგომაა. თავდაპირველად ნებართვების გაცემა არაპროფესიონალიზმის გამო თავის თავზე არ აიღეს და ეკონომიკის სამინისტროდან სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტი ჩართეს, იმუშავა ამ ხალხმა, გეგმა დაიდო... მაგრამ ახლა საუბარი არა ბიზნესის ხელშეწყობაზე, არამედ ბიზნესის ხელშეშლაზეა საუბარი, რადგან გეგმის შესრულების შემდეგაც პროცესი არ დაძრულა. იმედი მაქვს სასამართლომდე ეს საკითხი მოგვარდება და შეუდგებიან თავისი მოვალეობის შესრულებას“, - განმარტა ცერცვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები