მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აქონდროპლაზიის მართვის პროტოკოლზე მულტიდისციპლინარული ჯგუფი იმუშავებს“ - სამინისტრო

6425669bbe58f
ვიქტორია მღებრიშვილი
30.03.23 14:46
366
ჯანდაცვის სამინისტროში, იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აქონდროპლაზიისა და სხვა იშვიათი დაავადებების მკურნალობის სტრატეგიის შემუშავების მიმართულებით იმსჯელეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.

მათივე ცნობით, საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით აქონდროპლაზიის მართვის პროტოკოლზე მუშაობა იწყება, რომელშიც მონაწილეობას ექიმები, ექსპერტები და პაციენტის წარმომადგენელი მიიღებს.

„საბჭოს წევრებმა, აქონდროპლაზიის სამკურნალო სხვადასხვა მეთოდები განიხილეს. მათ შორის, ბაზარზე ახლად შემოსული ერთ-ერთი მედიკამენტი ვოსორიტიდი. აღინიშნა, რომ პრეპარატი, დანერგვის ადრეულ ეტაპს გადის, შესაბამისად მისი გვერდითი ეფექტების, ასევე გრძელვადიან პერიოდში, მკურნალობის ეფექტურობის შესახებ, მწირი ინფორმაცია მოიპოვება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ წერილში, რომელიც სამინისტრომ პრეპარატთან დაკავშირებით გამოითხოვა, აღნიშნულია, რომ ვოსორიტიდი არ არის შეყვანილი ჯანმოს ესენციური მედიკამენტების სიაში და შესაბამისად, არ არსებობს საერთაშორისო გაიდლაინები. მწირ ინფორმაციაზე მიუთითებენ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია, ინგლისი და უელსი, სადაც მედიკამენტის შეფასების პროცედურა შეჩერებულია.

საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, აქონდროპლაზიის მართვის პროტოკოლზე მომუშავე მულტიდისციპლინარული ჯგუფი, პაციენტის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, იმუშავებს, აღნიშნული პრეპარატის დანერგვის მართლზომიერებასა და იმ ჯგუფების შერჩევაზე, ვისთვის წამლის მიღება პრიორიტეტული იქნება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები