ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრი, მედიკამენტ „ვოსორიტიდით“, აქონდროპლაზიის სამკურნალო პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო და მშობლებისგან მკურნალობის პროცესში, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღო. შეხვედრაზე, ასევე, საუბარი გაიმართა პროგრამის განხორციელების ცალკეულ ასპექტებზე და მის შემდგომ განვითარებაზე.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ მედიკამენტ „ვოსორიტიდით“, აქონდროპლაზიის სამკურნალო პროგრამა, 2023 ნოემბერში ამოქმედდა და მასში, პირველ ეტაპზე, 6 ბენეფიციარი ჩაერთო. უახლოეს დღეებში, პროგრამას კიდევ 5 ბენეფიციარი დაემატება.