აქსელი საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელია, რომელიც მიზნად ისახავს, საქართველოში ქართული ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, "ჭკვიანი ფულის" ინვესტიციების ფასილიტაციით. ქსელი 2021 წლის ივნისში დაარსდა და ამ ეტაპზე, 80 ქართველ და უცხოელ ანგელოზ ინვესტორს აერთიანებს და ჯამში 2.000.000 ლარზე მეტი აქვს დაინვესტირებული ტექნოლოგიურ სტარტაპებში.
კონფერენციის შესახებ
2023 წლის 29 სექტემბერს აქსელი, EBAN (European Business Angel Network)-თან და GBAN (Global Business Angel Network)-თან პარტნიორობით, Tes Factory-ში (Artarea) მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას გამართავს ინვესტიციების შესახებ, რომელსაც დაესწრებიან:
- ევროპელი, ამერიკელი და EECA რეგიონის ანგელოზი ინვესტორები
- ქართველი ანგელოზი ინვესტორები
- ვენჩურული ფონდების წარმომადგენლები
- სტარტაპები და ანტრეპრენერები
- მოწვეული სტუმრები
აქსელის პორტფელში არსებული ტექნოლოგიური სტარტაპები აუდიტორიის წინაშე წარსდგებიან და ბიზნესის განვითარებისათვის ინვესტიციების მოზიდვას შეეცდებიან. კონფერენცია, ასევე, პანელური დისკუსიებისა და პრეზენტაციების ნაწილსაც მოიცავს, სადაც მოწვეული სპიკერები საქართველოს საინვესტიციო ეკოსისტემაზე ისაუბრებენ.
ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შეგიძლიათ tkt.ge-ზე: https://rb.gy/7ep0j
დღის წესრიგი
ღონისძიების კარი სტუმრებისთვის 29 სექტემბერს, 17:30-დან გაიხსნება და ნეთვორქინგი 19:00 საათამდე გაგრძელდება. ღონისძიების 50-ზე მეტი პარტნიორი ორგანიზაცია დამსწრე საზოგადოებას თავიანთ პროდუქტებსა და სერვისებს წარუდგენს.
19:00 საათიდან ინტენსიური, 3 საათიანი კონფერენცია დაიწყება, რომელიც 4 სესიას გაართიანებს. თითოეული სესია შედგება EBAN-ისა და GBAN-ის წარმომადგენლების პანელური დისკუსიების, Keynote გამოსვლებისა და ჯამში 20 სტარტაპის ფიჩისგან.
ოფიციალური ნაწილი ინგლისურ ენაზე წარიმართება და 4 პანელურ დისკუსიას გააერთიანებს შემდეგი მიმართულებებით: რჩევები გამოცდილი ანგელოზი ინვესტორებისგან სტარტაპებსა და დამწყებ ინვესტორებს; სტარტაპ და საინვესტიციო ეკოსისტემების შენება და სხვა.
ჩატარების ადგილი და სცენები
კონფერენცია ტარდება დოდო აბაშიძის #10-ში, არტარეას ძველ სივრცესა და ახლა უკვე - “ტექსის ქარხანაში”. სივრცე გააერთიანებს ორ სცენას, მოსასვენებელ და ნეთვორქინგ სივრცეებს. მთავარი სცენა, რომელიც დახურულ სივრცეშია, 20 სტარტაპს მისცემს შესაძლებლობას, წარსდგნენ უცხოელი ინვესტორების წინაშე და ქართული სტარტაპ ეკოსისტემა საუკეთესოდ წარმოაჩინონ.
რაც შეეხება გარე სცენას, ძირითადი მიმართულება აგრარული და მწვანე ტექნოლოგიებია, რომელიც უმასპინძლებს 5 პრეზენტაციას და ერთ მოცულობით პანელურ დისკუსიას. გარე სცენა 20:00 საათის შემდეგ გაიხსნება და ღონისძიების დასრულებამდე შესთავაზებს დამსწრე საზოგადოებას თემის საინტერესო ჩაშლას როგორც ქართული, ისე ევროპული პერსპექტივით.