მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აქსელის" დელეგაცია და ქართული წარმომადგენლობა EUROPEAN ANGEL INVESTMENT SUMMIT 2023-ზე

ააა
BM. GE
23.10.23 20:30
127

აქსელის - საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელის დელეგაციამ EBAN-ის (ევროპული ბიზნეს ანგელოზთა ქსელის) მიერ ორგანიზებულ ორდღიან სამიტზე – EUROPEAN ANGEL INVESTMENT SUMMIT 2023 საქართველო წარმოადგინა.

ევროპული ანგელოზი ინვესტირების სამიტი - EAIS - არის EBAN-ის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება, რომელიც ყოველწლიურად იმართება ბრიუსელში, ბელგიაში. სამიტი აერთიანებს ანგელოზ ინვესტორებს ევროპიდან და მთელი მსოფლიოდან. ღონისძიების წლევანდელ ძირითად თემატიკას კი ტრანსსასაზღვრო ინვესტიციები წარმოადგენდა.

"აქსელი", როგორც ევროპული ბიზნეს ანგელოზთა ქსელის წევრი 2022 წლიდან, აქტიურად მუშაობს EBAN-ში კავკასიის რეგიონის სხვა ქსელების შეყვანა-ინტეგრაციაზე, რათა რეგიონი კიდევ უფრო მყარად დააკავშიროს ევროპასთან, წაახალისოს ტრანსსასაზღვრო ინვესტიციები.

სამიტში აქსელის გუნდის და ინვესტორების ჩართულობამ კიდევ უფრო განამტკიცა კავშირები გლობალურ მოთამაშეებთან. 500-ზე მეტმა დამსწრემ, მოისმინა აქსელის პორტფოლიო სტარტაპის – ARRIVAL-ის ფიჩი, ხოლო, აქსელისვე საინვესტიციო საბჭოს წევრი ლევან ლაშქარავა სტარტაპების გამოსვლებს ჟიურის რანგში აფასებდა.

აქსელის გუნდის ვიზიტსა და ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობის გამყარებას მხარი დაუჭირა USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ.
-
აქსელი საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ქართული ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, „ჭკვიანი ფულის“ ინვესტიციების ფასილიტაციით. ქსელი 2021 წლის ივნისში დაარსდა და ამ ეტაპზე, 80-ზე მეტ ქართველ და უცხოელ ანგელოზ ინვესტორს აერთიანებს.

გამოიწერეთ აქსელის სოციალური მედიის ანგარიშები:
Facebook
LinkedIn
Instagram

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები