მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქტივისტები და ჟურნალისტები, ვინც Facebook პოსტების გამო დააჯარიმეს - სია

 თბილისის საქალაქო სასამართლო

სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების გამო, „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებმა შსს-ში საჩივრები შეიტანეს, რომლებიც მიმართულია სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ. სტატუსების გამო მათ 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმა ან 45 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ.

სასამართლოში 20-მდე ადამიანი დაიბარეს, თუმცა 12 მაისს ჩანიშნული პროცესების უმეტესობა გადაიდო.

გუშინ, პოსტების გამო, შალვა პაპუაშვილის შეურაცხყოფის მოტივით, ჟურნალისტი მიშა მშვილდაძე 4 000 ლარით დააჯარიმეს. ასევე 12 მაისს, მამუკა მდინარაძეზე პოსტის გამო, ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს.

გუშინ, აქტივისტი მარიამ გეგუჩაძე - 3 000 ლარით, ხოლო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი - 4 000 ლარით დააჯარიმეს.

13 მაისს, ჟურნალისტი ეკა მიშველაძე 4 000 ლარით დააჯარიმეს, მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე.

13 მაისს, ასევე მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე, მოძრაობა "ერთობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ტუმასიანი 4 000 ლარით დააჯარიმეს.

დღეს, "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი 4 000 ლარით დააჯარიმეს. მას სტატუსის გამო დეპუტატმა ლაშა ტალახაძემ უჩივლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები