მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქციაზე, კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი - შსს

სს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, რომელიც "რუსული კანონის" საწინააღმდეგოდ იმართება, განცხადებას ავრცელებს.

ისინი აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, პროტესტი გამოხატონ მშვიდობიან ფორმებში.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, მობილიზებული არიან საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს შესასვლელების ბლოკირება.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და წევრებს, რომ პროტესტი გამოხატონ მშვიდობიან ფორმებში, არ დაარღვიონ კანონი და დაემორჩილონ ადგილზე მყოფი პოლიციელების მითითებებს.

კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები