პროევროპულ აქციაზე სიტუაცია პერიოდულად იძაბება.
პარლამენტის უკანა შესასვლელთან საპოლიციო ძალების გადაჯგუფება მიმდინარეობს. ჯერჯერობით, აქციის დაშლა არ დაწყებულა. ადგილზე ისმოდა გამაფრთხილებელი მოწოდება, რომ მოქალაქეებმა დატოვონ ტერიტორია.
თავის მხრივ, აქციის მონაწილეები პიროტექნიკას ისვრიან. სავარაუდოდ, ერთ-ერთი მსგავსი ქმედების შედეგად პარლამენტის შენობის ფანჯარა ჩაიმსხვრა.
როგორც გავრცელებული კადრებში ჩანს, პარლამენტის შენობის ერთ-ერთი ოთახის ფანჯარაში სავარაუდოდ, პიროტექნიკა შევარდა, რასაც მცირე ხნით აალება მოჰყვა.
სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა პარლამენტის შენობის ჩამსხვრეული ფანჯრების ფოტომასალა.
პარლამენტის შენობაში ჩამსხვრეული ფანჯრების ამსახველ ფოტომასალას სოციალურ ქსელში პარლამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.
„ფაქტობრივად ლოდებს ისვრიან“, – წერს თამარ ჯანელიძე.




























