მატერიალური სიმდიდრის დაგროვება ის მიზანია, რომელიც კაცობრიობას ყოველთვის ჰქონდა და ყოველთვის ექნება. ქონების დაგროვება, თავისი არსით, ცუდი ქმედება არ არის, რადგან ამ გზით ბევრი ადამიანის გაბედნიერება და დიდი სიკეთის შექმნა შეიძლება. როგორც ისტორია გვაჩვენებს, სიმდიდრის დაგროვების ერთ-ერთი უებარი საშუალება — საფონდო ბირჟაზე ინვესტირებაა.
ფინანსური ამონაგების ერთ-ერთ უმთავრეს საზომად S&P 500-ის ინდექსი ითვლება, რომელიც ამერიკის ხუთას უდიდეს კომპანიას აერთიანებს და დიდწილად, იმ რეალობას ასახავს, რომელსაც მსოფლიოში ვხვდებით. გასულ წელს, S&P 500-მა 25%-იანი ზრდა დააფიქსირა, ანუ ფული ამ ინდექსში რომ დაგებანდებინათ და არაფერი გაგეკეთებინათ, სწორედ ამ ამონაგებს მიიღებდით.
თუმცა S&P 500-ის ინდექსი, როგორც იცით, საშუალო მაჩვენებელია, ანუ არის ბევრი კომპანია, რომელმაც 25%-ზე გაცილებით დიდი ზრდა დააფიქსირა და დღეს, სწორედ ამ კომპანიებს წარმოგიდგენთ.
Palantir Technologies | +340.5% | PLTR
სფერო: IT
შეფასება: $151.5 მლრდ
Vistra | +261.3% | VST
სფერო: ენერგეტიკა
შეფასება: $58.2 მლრდ
NVIDIA | +171.2% | NVDA
სფერო: ტექნოლოგიები
შეფასება: $3.2 ტრლნ
United Airlines | +135.3% | UAL
სფერო: ავიაცია
შეფასება: $35.5 მლრდ
Axon Enterprise | +130.1% | AXON
სფერო: ინდუსტრია
შეფასება: $44.2 მლრდ