მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქციების დაშლაში მონაწილე საპოლიციო ძალების კვებისთვის დამატებით ₾210,000-ის შესყიდვა გამოცხადდა

პოლიცია სპეცრაზმი საპროტესტო აქცია რუსთაველი

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ორი განაცხადი გამარტივებული შესყიდვების განხორციელების თაობაზე, რომელთა ჯამური ღირებულება 209,850 ლარს შეადგენს, რაც რიგით მეთერთმეტე შესყიდვაა ამ მიმართულებით.

მთლიანობაში სპეცრაზმისა და პოლიციის თანამშრომლების გამოკვებისთვის გამოცხადებული 11 შესყიდვის საერთო ღირებულება 1,154,379 ლარს შეადგენს.

შესყიდვების განმარტებითი ბარათების მიხედვით, უწყება ლანჩ ბოქსებს ყიდულობს, რომლებიც აქციაზე მობილიზებულ სპეცრაზმსა და პოლიციელებს გადაეცემათ.

"როგორც თქვენთვის ცნობილია ქ. თბილისში მიმდინარეობს საპროტესტო აქციები და დაანონსებულია აქციების გაგრძელება. აქციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ხორციელდება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა. თანამშრომლების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურეობრივი მოვალეობის შეუფერხებლად განხორციელებისათვის (თანამშრომლებს დიდი ხნის განმავლობაში უწევთ სამოქმედო ტერიტორიაზე დგომა) აუცილებლობას წარმოადგენს განხორციელდეს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების ღონისძიებებში მონაწილე თანამშრომლების კვება,"- ნათქვამია გამარტივებული შესყიდვის აღწერაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები