"ბაზისბანკის" მიერ აქციების გამოსყიდვის საჯარო შეთავაზებიდან დღემდე "ლიბერთის" აქციებზე 1,581,438 ლარის გარიგებები დაიდო.
საფონდო ბირჟის მონაცემებით, დადებულია 9 გარიგება, ჯამში 10,749,872 აქციაზე. თითო აქციის მინიმალური ფასი 13 თეთრი, მაქსიმალური კი, 15.78 თეთრია. არის თუ არა ამ აქციების სრულად შემძენი "ბაზისბანკი" უცნობია.
2 ივნისს "ბაზისბანკმა" გამოაცხადა, რომ სურს გამოისყიდოს "ლიბერთი ბანკის" მინორიტარი აქციონერებისგან აქციები. საუბარი "ლიბერთის" აქციათა 4.01%-ის პაკეტზე ანუ 178 მლნ-ზე მეტ აქციაზე, რომელთა გამოსყიდვის ბიუჯეტი 28.156 მლნ ლარია.
გარდა ჩვეულებრივი აქციების გამოსყიდვისა, "ბაზისბანკი" ასევე გეგმავს გამოისყიდოს "ლიბერთის" 4,565,384 პრივილეგირებული აქციაც, ხოლო გამოსყიდვის ფასი კი ერთ აქციაზე 1.11 ლარი იქნება. შესაბამისად, მთლიანად მინორიტარებისგან აქციების შესყიდვაზე ბაზისბანკი 33.2 მილიონ ლარს დახარჯავს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, "ლიბერთი ბანკის" აქციათა საკონტროლო პაკეტი ანუ 95.99%-ის აქციები 674.1 მილიონ ლარად [250 მილიონ დოლარად] გაიყიდა - საუბარია 4.27 მილიარდ ერთეულ აქციაზე, რომელიც ბირჟის თანახმად, 15 აპრილს გასხვისდა და ერთი აქციის ღირებულ გარიგება მოიცავდა "ლიბერთი ბანკის" დივიდენდსაც. საუბარია 2025 წლის ბანკის მოგებასა და 2026 წლის პირველი კვარტალის ბანკის მოგებიდან დივიდენდის მიღებაზე.




























