IPM კვლევებმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგებიც აჩვენებს, რომ მოსახლეობის უმეტესობა, 65% უჭერს მხარს საპროტესტო აქციებს.
როგორც IPM-ის მიერ BMG-სთვის მოწოდებულ კვლევაშია აღნიშნული, ყველაზე მეტმა გამოკითხულმა აქციების მხარდაჭერის მიზეზად ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერება დაასახელა.
IPM კვლევების მიერ სატელეფონო გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით, 3 - 12 დეკემბრის ინტერვალში. გამოიკითხა 18+ წლის 1600 მოქალაქე. კვლევის ცდომილება 95% ნდობის ინტერვალში არ აღემატება +/- 2,5%-ს.