მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარე აქციებს მხარს მოსახლეობის 65% უჭერს - IPM კვლევები

რუსთაველი საპროტესტო აქცია

IPM კვლევებმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგებიც აჩვენებს, რომ მოსახლეობის 65% უჭერს მხარს საპროტესტო აქციებს, 28% მხარს არ უჭერს, ხოლო 7%-მა არ იცის ან უარს ამბობს, შესაბამის კითხვაზე პასუხი გასცეს.

აღსანიშნავია, რომ 18-34 წლის ახალგაზრდებში საპროტესტო მუხტი უფრო მაღალია და ამ ასაკობრივ კატეგორიაში 76% უჭერს მხარს აქციებს.

35-54 წლის ასაკობრივ ჭრილში აქციების მხარდაჭერა 60%-ია, ხოლო 55 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში - 58%.

IPM კვლევების მიერ სატელეფონო გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით, 3 - 12 დეკემბრის ინტერვალში. გამოიკითხა 18+ წლის 1600 მოქალაქე. კვლევის ცდომილება 95% ნდობის ინტერვალში არ აღემატება +/- 2,5%-ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები