მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აქციის აგრესიულმა წევრებმა, მართლსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების განხორციელება დაიწყეს - შსს

აქცია
03.12.24 23:47
1194

შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლები, მობილიზებულები არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეკრების დაწყებიდან მალევე, საპროტესტო აქციის აგრესიულმა წევრებმა, მართლსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების განხორციელება დაიწყეს. მათი ცნობით, კერძოდ, აქციის წევრები სამართალდამცველებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის ბლაგვ საგანს, პიროტექნიკას და აალებად ნივთს.

"კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში და არ დაუშვან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება. პოლიციის მხრიდან, თითოეულ სამართალდარღვევას შესაბამისი კანონიერი რეაგირება მოჰყვება", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები