მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს დღევანდელ აქციაზე არ გაიმეოროს ის, რაც გუშინ მოხდა

ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს დღევანდელ აქციაზე არ გაიმეოროს ის, რაც გუშინ ვიხილეთ. ლევან იოსელიანის განცხადებით, მეორე მხრივ ის დემონსტრანტებს მოუწოდებს, დაიცვან მშვიდობიანი ფორმა.

"ჩემი დღევანდელი ბრიფინგი, პირველ რიგში, გუშინდელი სამწუხარო მოვლენების პირველად შეფასებას ემსახურება. ამავე დროს დღევანდელი აქციის წინ მოწოდებას და გაფრთხილებას, პირველ რიგში, შსს-ის მიმართ, არ გაიმეოროს ის, რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ, არ ჩაერიოს მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებაში, არ მოახდინოს მათზე ძალადობა და მეორე მხრივ, ასევე მინდა მოვუწოდო შეკრების მონაწილეებს, დაიცვან შეკრების ფარგლები, მისი მშვიდობიანი ფორმა და ეს რომ არ გადაიზარდოს დამატებით ესკალაციაში", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ცნობისთვის, დღეს საპროტესტო აქცია 17:00 საათიდანაა ჩანიშნული. "რუსული კანონის" გასაპროტესტებლად რეგიონებიდანაც მოდიან.

წუხელ კი მთელი ღამე რუსთაველზე "რუსული კანონის" მოწინააღმდეგეები აქციას მართავდნენ. პოლიციის ძალები მათ დაშლას ცდილობდა. ნაცემია არაერთი ადამიანი, მათ შორის ნაცმოძრაობის ლიდერი ლევან ხაბეიშვილი და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭო წევრი, თედ ჯონასი. აქციის მონაწილეებს გადაკეტილი ჰქონდათ მარცხენა და მარჯვენა სანაპიროები. პოლიციამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დაკავებულია 63 აქტივისტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები