მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქციის მე-6 დღე დაიწყო - ვითარება რუსთაველზე

სს

საქართველოში პროევროპული საპროტესტო გამოსვლების მე-6 დღე დაიწყო. რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები ისევ არიან. "ბოლომდე" - ამ ლოზუნგით და შემართებით ისინი დაშლას არ აპირებენ.

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეები რამდენჯერმე დაარბია და აქციის დაშლა სცადა, მაგრამ მოქალაქეები გასაპროტესტებლად რუსთაველის გამზირზე ისევ დაბრუნდნენ.

სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის წყლის ჭავლით დაშლა, დღეს 19:35 წუთიდან დაიწყო. პერიოდულად უშვებდნენ გაზსაც.

თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ აქცია თავიდანვე აგრესიითა და ძალადობით დაიწყო, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ თავიდანვე დაეწყოთ ღონისძიება და გამოეყენებინათ ძალა.

შეგახსენებთ, რომ პროევროპული საპროტესტო გამოსვლები საქართველოში მე-5 დღეა მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი - ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები