პარლამენტის წინ მოქალაქეების პროექვროპული საპროტესტო აქცია ახლა იწყება და მოქალაქეები მსვლელობებით მოემართებიან რუსთაველისკენ, თუმცა პარლამენტიდან ძალოვანმა უწყებებმა წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყეს. ჭავლს ყველა მიმართულებით მიმართავენ.
წყლის ჭავლის გაშვება მას შემდეგ დაიწყეს, რაც აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად რკინის ფასადზე ხელების ბრახუნი დაიწყეს.
ჭავჭავაძის გამზირიდან პარლამენტთან, რამდენიმე წუთის წინ მსვლელობით ჩავიდნენ მოქალაქეები.
შეგახსენებთ, რომ პროევროპული საპროტესტო გამოსვლები საქართველოში მე-5 დღეა მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი - ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.




























