მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აქციის მონაწილეების თქმით, პოლიციამ რუსთაველის გამზირზე, სულ მცირე, ორი პირი დააკავა

სს

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, პოლიციამ რუსთაველის გამზირზე აქციაზე სულ მცირე ორი პირი დააკავა. ­

არსებული ინფორმაციით, მანამდე პოლიციამ მათ საავტომობილო გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღესაც განახლდა. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა, უწყვეტი პროტესტის 131-ე დღესაც გადაკეტეს საავტომობილო გზა.

დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები. პარალელურად, აქცია იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები