მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Aqualia-მ ჟინვალის ჰიდროკომპლექსში გამყვანი გვირაბის გეგმიური რეაბილიტაცია დაასრულა

აქუალია
05.07.24 16:31
594

ჯივიპის მფლობელი, ესპანური კომპანია Aqualia ჟინვალჰესის გამართული და სტაბილური ოპერირებისთვის სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს. ჰიდროკომპლექსის გამყვანი გვირაბის რეაბილიტაციისთვის კომპანიამ 2.2 მილიონ ლარამდე ინვესტიციას განახორციელა.

ჟინვალჰესის წყალგამყვანი გვირაბის სიგრძე 9 კილომეტრამდეა. გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 კილომეტრამდე სიგრძის მონაკვეთს ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში მოხდა გვირაბის ძირისა და კედლების მოსახვის აღდგენა და ფილტრაციული კერების აღმოფხვრა.

„ჟინვალის წყალსაცავსა და მასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაზე მუდმივი ზრუნვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები ჟინვალის წყალგამყვან გვირაბში მიმდინარეობს, რომლის საშუალებითაც ხდება წყლის ტრანსპორტირება დედაქალაქის მიმართულებით. მსგავსი სარეაბილიტაციო სამუშაოები ყოველწლიურად ტარდება, რაც გვირაბული წყალდენის ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებას უზრუნველყოფს”, - ჯივიპის წყლის წარმოების და ენერგეტიკის დირექტორი, ბიქტორ სოლისი.

ჰიდროკომპლექსის სტაბილური ოპერირებისთვის 2024 წლის ბოლომდე Aqualia 7.2 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს. აღნიშნული საინვესტიციო პროექტების ფარგლებში ჟინვალის ჰიდროკომპლექსში უკვე დამონტაჟდა ევროპული სტანდარტის, 4 ერთეული HB3-C-ის ტიპის, საგენერატორო ვაკუუმური ამომრთველები, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჰესის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები