მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო რეალურად EU-ს ქვეყანაა, თუმცა ჯერ ასე არ ჰქვია - Aqualia-ს რეგიონული დირექტორი

აქუალია

“საქართველო რეალურად არის ევროკავშირის ქვეყანა, უბრალოდ, ჯერ ასე არ ჰქვია,”- ამის შესახებ ესპანური კომპანია Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა ხოსე ენრიკე ბოფილმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე განაცხადა.

ფორუმზე ხოსე ენრიკე ბოფილმა იმ ძირითად ფაქტორებზე ისაუბრა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა კომპანია Aqualia-სთვის, რათა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე შემოსულიყო და “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შეეძინა.

“ჩვენ საქართველოს წყლის სისტემაში ინვესტიცია 2022 წელს ჩავდეთ, ვართ კომპანია, რომელიც წყლის სერვისს აწვდის მთელი მიწოდების ჯაჭვის მასშტაბით და წარმოდგენილი ვართ 77 ქვეყანაში, რატომ შევარჩიეთ საქართველო? - იმიტომ, რომ ყოველთვის ყველა საკმაოდ კარგად საუბრობდა ამ ქვეყანაზე, ასევე, იმაზე, თუ რამდენად კარგი საინვესტიციო კლიმატი არსებობს აქ. ჩვენზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს ძალისხმევამ, გახდეს ევროკავშირის ნაწილი და წევრი ქვეყანა“- განაცხადა ხოსე ენრიკე ბოფილმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ბიზნესის წარმოების კუთხით ყველა რეგულაცია თანხვედრაშია ევროკავშირის რეგულაციებთან. მისი თქმით,

“ჩვენ ვმუშაობთ წყლის სფეროში და რეგულაცია ჩვენთვის ყველაფერია. საკანონმდებლო სისტემა წყალთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია ევროპის მასშტაბით. ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში მსგავსი სიტუაცია არ არის, მაგალითად, ესპანეთში ჩვენ არ გვაქვს ისეთი სისტემა როგორიც აქ არის - ეს საკმაოდ სანდოა, სამართლიანი, ასევე ახალისებს ინვესტიციებს და ხელს უწყობს ეფექტურად მუშაობას. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც გადავწყვიტეთ საქართველოში ინვესტირება“, - განაცხადა ხოსე ენრიკე ბოფილმა.

Aqualia-მ GWP-ის 80%-იანი წილი 2022 წელს $180 მილიონად შეიძინა. ამასთანავე, ესპანური ჯგუფი ფლობს კომპანიის დარჩენილი წილის გამოსყიდვის უფლებასაც, რომლის რეალიზაციაც 2025-2026 წლებში შეიძლება განხორციელდეს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები