მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აქვს თუ არა რაიმე კავშირი „არქის“ EMAAR ჯგუფთან? - ილია წულაიას პასუხი

არქი

კომპანია „არქის“ დამფუძნებლის ილია წულაიას თქმით, EMAAR ქართულ ბაზარზე სახელმწიფოსთან პარტნიორობით შემოდის და მათთან კომუნიკაციაში ამ ეტაპზე კერძო ბიზნესი ჩართული არ არის.

„ეს კითხვა ჩვენი მისამართით გაჩნდა ალბათ იმის გამო, რომ მე მივესალმე მათ შემოსვლას საქართველოში, თუმცა სამწუხაროდ არ ვართ „ემაართან“ მოლაპარაკებებში ჩართულები, სურვილი თუ ექნებათ სიამოვნებით ჩავერთვებით, თუმცა ჯერ ასე არ არის.“ - განაცხადა წულაიამ BMG-თან საუბრისას და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მათი მოლოდინით უმსხვილესი ჯგუფის შემოსვლა ქვეყანაში საზღვარგარეთიდან კლიენტების რაოდენობას და უძრავ ქონებაზე ფასს გაზრდის.

„მე როგორც ვიცი სახელმწიფოსთან პარტნიორობით აკეთებს ამ პროექტს და ამიტომ არცერთი კერძო კომპანია არ არის კომუნიკაციაში მათთან. მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის მონსტრია და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანიაა მსოფლიოში, მე ველოდები, რომ ამ ჯგუფის შემოსვლით, მათი მომხმარებლების ფოკუსი გადმოერთვება საქართველოზე. კი ჩვენს მომხმარებელსაც წაიყვანს, თუმცა იმხელა ბაზარი აქვს თავად, რომ მგონია, პოზიტიურ გავლენას იქონიებს. ამხელა ინვესტიციის შემოსვლა ბაზარს გაზრდის, გააძლიერებს ეკონომიკას და მეორე საზღვარგარეთს მომხმარებლების ფოკუსს საქართველოსკენ მოაქცევს. ფასის ზრდასაც ველი ამ ნაწილში. ეს არ არის უბრალოდ მოლოდინი, ამას განაპირობებს ფაქტობრივი გარემოება, ყველგან სადაც შევიდა ემაარი, უძრავი ქონების ფასი გაიზარდა 30-40%-ით.“ - განაცხადა წულაიამ.

ინფორმაციისთვის,საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დეველოპერული კომპანია EMAAR ჯგუფი საქართველოში 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციას ჩადებს.

EMAAR ჯგუფის შვილობილ დეველოპერულ კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-სთან თანამშრომლობის მემორანდუმი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის რეზიდენციაში, 27 იანვარს გაფორმდა. შეთანხმება საქართველოში ორი მსხვილი დეველოპერული საინვესტიციო პროექტის განვითარებას თბილისსა და გონიოში გულისხმობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები