მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არ არსებობს მოქმედი ლაბორატორია, რომელიც თხევადი აირის ხარისხს შეამოწმებს - იობაშვილი

იობაშვილი

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც თხევადი გაზის (LPG) ხარისხს შეამოწმებს. ამის შესახებ მან "საქმიან დილაში" ისაუბრა.

"ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს მოქმედი ლაბორატორია, რომელიც თხევადი აირის ხარისხს შეამოწმებს. ადრე ვამოწმებდით, ლაბორატორიაც იყო, თუმცა დღეს არცერთი არ გვაქვს. რომ მოინდომო ადამიანმა ხარისხის შემოწმება თურქეთში ან აზერბაიჯანში უნდა წაიღო. რაშიც ფულს იხდით, არიან თუ არა გამყიდველები ვალდებულები დაგიმტკიცონ რომ ხარისხიანია? აუცილებლად. მეორე საკითხია გადაზიდვის დროს ე.წ გაზმზიდველები, ისინიც ხომ უნდა იყვნენ შემოწმებული ვიღაცის მიერ რომ უსაფრთხოა. ვგულისხმობ ტრანსპორტს, რომელიც სომხეთში გადადის ან პირდაპირ ჩვენთან მოდის", - ამბობს იობაშვილი "საქმიან დილაში".

იობაშვილი მთავრობას სთხოვს შეიქმნას ლაბორატორია, რომელიც ქვეყანაში თხევადი აირის ხარისხს შეამოწმებს.

"თუ ბენზინის და დიზელის ხარისხს სოფლის მეურნეობის ეკოლოგიის დეპარტამენტი ამოწმებს, ეს რატომ არ უნდა მოწმდებოდეს?!", - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები